კემპის და შედუღების აპარატი FLUX მავრთულზე, MIG/MMA/TIG 3 ფუნქციით - SPARK MIG350
MIG350 — მრავალფუნქციური შედუღებისა და კემპის აპარატი (MIG / TIG / MMA / 3-in-1)
MIG350 არის უნივერსალური, 3-ფუნქციური შედუღების აპარატი, რომელიც აერთიანებს ნახევრადავტომატურ კემპს (MIG), არგონულ შედუღებას (TIG) და კლასიკურ ელექტროდით შედუღებას (MMA). შექმნილია როგორც სამშენებლო-სარემონტო ობიექტებისთვის, ისე სახელოსნოებისა და საყოფაცხოვრებო სამუშაოებისთვის.
აპარატი გამოირჩევა სტაბილური მუშაობით 230V ქსელში, ენერგოეფექტური 3.2 კვტ სიმძლავრითა და 60%-იანი სამუშაო ციკლით. იდეალურია როგორც შავი ლითონის, ისე უჟანგავი ფოლადის დასამუშავებლად. მოყვება სრული სამუშაო კომპლექტაცია და ქართულენოვანი ინსტრუქცია მარტივი ექსპლუატაციისთვის.
ტექნიკური მახასიათებლები
პარამეტრი | მნიშვნელობა |
მოდელი | MIG350 |
ფუნქციები | 3-in-1: MIG (კემპი), TIG (არგონი), MMA (ელექტროდი) |
შესამავალი ძაბვა / სიხშირე | 230V ± 10% / 50–60 Hz |
სამუშაო სიმძლავრე | 2.5 – 3.2 kW |
უმუშევარი სვლის ძაბვა (No-Load) | 60 – 70 V |
შედუღების დენის დიაპაზონი | 40 – 350 A |
მუშაობის ციკლი (Duty Cycle @40°C) | 60% |
მავთულის დიამეტრი | 0.6 – 1.0 მმ |
დასამუშავებელი მასალა | შავი ლითონი, უჟანგავი ფოლადი |
სერტიფიკატები | CE, ROHS, EMC, CCC |
გარანტია | 2 წელი |
წონა | 5.0 კგ |
მთავარი უპირატესობები
3-in-1 მრავალფუნქციურობა: ერთი აპარატით შესაძლებელია კემპით (მავთულით), არგონითა და ჩვეულებრივი ელექტროდით მუშაობა.
უჟანგავ ფოლადზე მუშაობის შესაძლებლობა: უზრუნველყოფს სუფთა, გლუვ და გამძლე ნაკერს თხელკედლიან და სპეციალურ ლითონებზე.
კომპაქტური და მსუბუქი კორპუსი: 5 კგ წონა აპარატს ხდის მარტივად გადასაადგილებელს ადგილზე სამონტაჟო და საველე სამუშაოებისას.
სრული საწყისი კომპლექტი: აღჭურვილია 2 კოჭა მავთულით, სამუშაო კაბელებით, დამცავი ფარითა და ქართულენოვანი გზამკვლევით.
კომპლექტაცია
მრავალფუნქციური შედუღების აპარატი MIG350 — 1x
კემპის სანთური / შლანგ-პაკეტი — 1x
შესადუღებელი მავთული — 2x
ელექტროდის დამჭერი კაბელი — 1x
დამიწების (მასის) კაბელი — 1x
შედუღების დამცავი ფარი — 1x
რკინის ჩოთქი / წიდის ჩაქუჩი — 1x
ქართულენოვანი მომხმარებლის ინსტრუქცია — 1x